The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ საყვარელიძე

თეიმურაზ საყვარელიძე
დაბადების თარიღი:1931  (93 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1954 წელს.

1955-1958წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში; 1983-1999წწ. იყო ამ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1999 წლიდან ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია; სამეცნიერო კვლევის საგანია შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნება და ქართული ხუროთმოძღვრება; არის მრავალი მონოგრაფიისა და გამოცემის რედაქტორი; ხელოვნების ისტორიკოსი; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1966).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.892

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: