The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანატოლი კალგინი

ანატოლი კალგინი
Date of birth:2 May, 1875
Date of death:27 March, 1943  (at 67 years)
Burial location:სამთავროს ტაძრის გალავანი, მცხეთა
Category:Architect, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი, რუსეთი.

დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტი 1900 წელს.

პიატიგორსკში მუშაობდა არქიტექტურის თანაშემწედ, 1901-1905 წწ. ბაქოში გაატარა, 1905-1907 წწ. დაწყებით დაპროექტებას ასწავლიდა მოსკოვის სტროგანოვის სასწავლებელში, 1907 წლიდან კი თბილისში დამკვიდრდა. მან იმთავითვე მჭიდროდ დაუკავშირა თავისი მოღვაწეობა ქართულ კულტურულ-სამეცნიერო საქმიანობას. 1907 წელს მონაწილეობა მიიღო ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციაში არტაანის, ოლთისისა და ყაღიზიანის ოლქებში. მან გაზომა მნიშვნელოვანი ძეგლები, რომლებიც არც მანამდის და არც შემდეგ არავის არ გაუზომავს: ტაოსკარის, კალმახის, ბობოსგირის, კერკლუხის, ეინეპოსის ეკლესიები, ოლთისის ეკლესია და ციხის მღვიმეთა დარბაზები, ფანასკერტის ციხე, ჩანგლოს დიდი ტაძარი და სხვ., აგრეთვე  ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ბანას ტაძარი, რომლის რეკონსტრუქცის საკუთარი ვარიანტიც შეადგინა. 1917 წელს, როდესაც ექვთ. თაყაიშვილისავე მეთაურობით ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია მოეწყო, მას კვლავ კალგინი ახლდა ხუროთმოძღვრად. მის მიერ ამ მოგზაურობის დროს შესრულებულ განაზომებს ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ქართული ხუროთმოძღვრების კვლევისათვის, რადგან ეს ერთადერთი გრაფიკული დოკუმენტია X-XI სს. შესანიშნავი ძეგლების – ოშკის, ხახულის, იშხნისა და სხვათა შესასწავლად. კალგინის შემოქმედების უმთავრესი ნაწარმოები, რომელსაც თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ახალი ქართული ხელოვნების ისტორიაში – თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის(ახლანდელი ეროვნული ბიბლიოთეკა) შენობაა, რომლის პროექტიც მან მხატვარ ჰენრიკ ჰრინევსკისთან ერთად შეადგინა. ა. კალგინი  აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1922-1930 წწ. ის თბილისის სამხატვრო აკადემიის, ხოლო  1930-დან გარდაცვალებამდე – ინდუსტრიული ინსტიტუტის პროფესორი იყო.  

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.- თბ., 1980.- გვ. 329


Share: