The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლავროსი კალანდაძე

ლავროსი კალანდაძე
Date of birth:23 December, 1903
Date of death:1 May, 1977  (at 73 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Critic, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

პირველდაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. შემდეგ სწავლობდა ჩოხატაურის გიმნაზიაში, ხოლო მოგვიანებით 1930-1933 წლებში მოსკოვში წითელი პროფესურის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტში.

ლავროსი კალანდაძე ადრე შეუდგა შრომით და საზოგადოებრივ საქმიანობას, მაგრამ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ლიტერატურის სამსახურს შეალია. იყო მწერლობის ისტორიკოსიც, კრიტიკოსიც და თეორეტიკოსიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები კ. ლორთქიფანიძის, ა. აბაშელის, გ. ქუჩიშვილის, ს. ჩიქოვანის, გ. ტაბიძის, ა. მირცხულავას და სხვათა შემოქმედებაზე. მისი ნარკვევი ნ. ბარათაშვილის შესახებ გამოიცა რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 327

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: