შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნექტარიოს ჩარგეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი. დაამთავრა ქ. მოსკოვის კონსერვატორია 1963 წელს, მოსკოვის უნივერსიტეტი 1969 წელს (ფილოსოფიის ფაკულტეტი). 1966–1968წწ. იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი(პარტიტურის კითხვა, ინსტრუმენტობა); რუსული კლასიკური მუსიკალური სკოლის ტრადიციების მიმდევარი; ფართოდ იყენებდა პოლიფონიურ ტექნიკას; განავითარა რუსული სიმფონიზმის ტრადიციები; ნაშრომებში იყენებდა ხალხურ სიუჟეტებს, აგრეთვე რენესანსის პერიოდის მუსიკალური ტრადიციების ელემენტებს; შექმნა ტრაქტატი "ქრისტიანობის ეზოთერული დოქტრინა"; თხზულებები, ერთაქტიანი ბალეტები: "Три года Добрынюшка тольничал" (1963), "Добрыня Чудь покорил" (1965), "Возвращение блудного сына" (1967), სიმფონიური პოემა(1965), სიუიტა სიმებიანი ორკესტრისათვის "მონტევერდის ხსოვნისადმი" (1967), 2 კონცერტი კამერული ორკესტრისათვის(თეფსების სოლო პარტიით), სავიოლინო ჯკონცერტი (1966), 3 გუნდი a cappella (1965), 4 პიესა ჰობოის, ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1960), საფორტეპიანო პიესები, მუსიკა კინოფილმებისათვის; რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 528
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |