The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნესტორ კალანდარიშვილი

ნესტორ კალანდარიშვილი
სხვა სახელი:ციმბირელი პაპა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1876
გარდაცვ. თარიღი:6 მარტი, 1922  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის მაზრა.

დაამთავრა  ქუთაისის გიმნაზია, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

რევოლუციური მოღვაწეობისთვის 1903 წელს გარიცხეს სემინარიიდან. ნ. კალანდარიშვილი მონაწილეობდა გურიის გლეხთა აჯანყებაში (1905-1906 წწ.). 1907 წელს დააპატიმრეს  და 1917 წლამდე გადასახლებაში იმყოფებოდა ციმბირში. აქტიურად მონაწილეობდა ირკუტსკში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში. რკპ(ბ) ირკუტსკის გუბკომის მითითებით 1918 წელს კოლჩაკის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნა პარტიზანული რაზმი, შემდეგ იბრძოდა იმიერბაიკალეთში სემიონოველთა წინააღმდეგ. 1921 წლიდან სარდლობდა იაკუტიის ოლქისა და ჩრდილოეთის მხარის ჯარებს. ქართველი ანარქისტი და რევოლუციონერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპადია: ტ. 5.- თბ., 1980.გვ. 326; ბურუსი: burusi.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ანარქისტ-კომუნისტების პარტია, წევრი (1917-)
  • ესერთა პარტია, წევრი (1903-)
  • კომუნისტური პარტია, წევრი (1921-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: