The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ტაბიძე

დიმიტრი ტაბიძე
Date of birth:15 April, 1901
Date of death:19 November, 1965  (at 64 years)
Category:Scientist, Manufacturer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხონი, წულუკიძის რაიონი, ახლანდელი ხონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი 1925 წელს.

1930-1932 წწ. სწავლობდა მემცენარეობის საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურაში (ქ. ლენინგრადი ახლანდელი პეტერბურგი); 1935-1944 წწ. თელავის მევენახეობის და მეღვინეობის საკავშირო ინსტიტუტის, ხოლო შემდეგ საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის სელექციის განყოფილების გამგე იყო, 1944-1946წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, 1944 წლიდან იგი საბჭოთა კავშირის კვების მრეწველობის სამინისტროსთან არსებული ვენტრალური ამპელოგრაფიული კომისიის წევრია, ხოლო 1946-1956წწ. სელექციისა და ამპელოგრაფიის განყოფილების გამგე; 1956 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის ვაზის სელექცია ჯიშთმცოდნეობის განყოფილების გამგე. იკვლევდა ვაზის ჯიშების სელექციური მეთოდებით გაუმჯობესების საკითხებს. გამოიყვანა ჰიბრიდული ვაზის ჯიშები. დაასაბუთა საქართველოში ვაზის გავრცელება ვერტიკალური ზონალობის მიხედვით. არის 200 სამეცნიერო შრომის ავტორი, აღწერა კახეთის ვაზის ჯიშები, გამოყვანილი აქვს ვაზის ახალი ჯიშები: ქართული საადრეო, სახალხო თეთრი და სხვა. ქართველი საბჭოთა აგრონომ-მევენახე, "საბჭოთა კავშირის ამპელოგრაფიის" ნაშრომის გამოცემის რედკოლეგიის სამეცნიერო კონსულტანტი (1940), ხოლო 1951 წლიდან მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. მისი ძირითადი ნაშრომებია: ვაზის ჯიშები საბჭოთა შამპანურისათვის (1941), საქართველოს ვაზის ჯიშები (ტომი II - კახეთის ჯიშები, 1954), Продвижение промышленной културы винограда в новые горные районы Грузинской СССР (1957), 1960 წელს აკად. ნ. კეცხოველთან და მ. რამიშვილთან ერთად გამოსცა ნაშრომი "საქართველოს ამპელოგრაფია". სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1957). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.635

Member of Organizations

  • საკავშირო ამპელოგრაფიის სარედაქციო კომისია, წევრი

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: