შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ სურამელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძეგვი, მცხეთის რაიონი. 1930-1939წწ. მუშაობდა სოფელ ძეგვის კოლმეურნეობაში. 1939-1945წწ. იყო საბჭოთა არმიის რიგებში. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს იბრძოდა ვორონეჟის, ცენტრში და უკრაინის I ფრონტზე. პადევის რაიონში (პოლონეთი) გამართულ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. 1953 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის სავაგონო დეპოში. ეფრეიტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.609 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |