შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ სევეროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტი 1915 წელს. 1918-1948წწ. მუშაობდა თბილისში; 1942 წლიდან ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიის განყოფილების გამგე; 1948 წლიდან - კიევში; დიდი ღვაწლი მიუძღვის ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა მეცნიერულ აზომვა-ფიქსაციაში (ნეკრესი, შიომღვიმე, მცხეთის ჯვარი, წრომი, კუმურდო, მარტვილი, ალავერდი, ნიკორწმინდა და სხვა). ნამუშევრები: თბილისში - ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია (1929), ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის სახლი (შემდეგში - საქართველოს კპ. თბილისის კომიტეტი; 1929-1930წწ.); თამარ მეფის ხიდი (ყოფილი ჩელიუსკინელთა); კინოთეატრი "რუსთაველი" და სხვა; ავტორია ნაშრომებისა, რომლებშიც იხილავს ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვან საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ხუროთმოძღვრების მკვლევარი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფესორი (1922-1948). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.826 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |