The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ ტრიპოლსკი

იაკობ ტრიპოლსკი
დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:4 მარტი, 1988  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ფასანაური, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.

1942 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლი, მ. შ. მანუჩა (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), იასონი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ტიბალტი, მალვოლიო (შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "მეთორმეტე ღამე"), თინიბეგი (მრევლიშვილის "ზვავი"), ბახა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), დათიკო ("მე ვხედავ მზეს" დუმბაძის მიხედვით), გიჟუა, მოურავი (ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ") და სხვა.; კინოში იღებდნენ 1943 წლიდან. როლები: თეიმურაზი ("ქეთო და კოტე"), პროფესორი ("ჭრიჭინა"), ი. სტალინი ("მიზნის არჩევა"), ზურაბ გურგენიძე ("ქალის ტვირთი"), თორღვაი ("ხევისბერი გოჩა") და სხვა. 

წყარო: ართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.- გვ.53

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: