The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით რონდელი

დავით რონდელი
ოფიციალური სახელი:დავით ცაგარეიშვილი
დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1904
გარდაცვ. თარიღი:12 მარტი, 1976  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი 1927 წელს.

1927-1928წწ. ჟურნალ "პროლეტარული მწერლობის" რედაქტორი; 1928 წლიდან "სახკინმრეწვის" სალიტერატურო ნაწილის გამგე; 1929 წლიდან რეჟისორის ასისტენტი; 1930 წლიდან რეჟისორი; 1953-1954წწ. საქართველოს კინემატოგრაფიის სამინისტროს კოლეგიის მთავარი რედაქტორი;  საქართველოს "სახკინმრეწვთან" არსებული კინოსკოლის და თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. მას ეკუთვნის პირველი ფერადი ფილმი ქართულ კინოში - "მწვერვალთ დამპყრობნი" (1952). დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "დაკარგული სამოთხე" (1937), "ჯურღაის ფარი"(1944), "მამლუქი" (1958), "ჩემი მეგობარი ნოდარი" (1967), "საჰაერო ხიდი" (1974) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "დაკარგული სამოთხე" (1937), "ჯურღაის ფარი" (1944), "მამლუქი" (1958), "ჩემი მეგობარი ნოდარი" (1967) და სხვ.

წყარო: http://www.geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=26

          https://ru.wikipedia.org/wiki/Рондели,_Давид_Евгеньевич

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1950 - სტალინური პრემია, პირველი ხარისხის, ფილმისთვის "ჯურღაის ფარი"
  • 1945 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1944 - საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: