The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ჯალიაშვილი

მერაბ ჯალიაშვილი
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1931
გარდაცვ. თარიღი:21 ივნისი, 1998  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1955 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს კინემატოგრაფიის სისტემაში; 1956-1960წწ. საქართველოს ტელევიზიის ლიტერატურული რედაქციის უფროსი და მუსიკალურ გადაცემათა რეჟისორი; 1960-1967წწ. კინოპროგრამათა რედაქციის უფროსი რეჟისორი; 1967-1969წწ. ლიტერატურულ გადაცემათა, 1969-1978წწ. სატელევიზიო დადგმების, 1978-1982წწ. სამეცნიერო-პოპულარული და სასწავლო პროგრამების, ხოლო 1982 წლიდან მუსიკალური პროგრამების მთავარი რეჟისორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "დედის ხელი" (1959), "ფუნჯით ნათქვამი" (1960), "მღერის ბორჯომის ნაძვი"(1961), "ქალიშვილი და მზე" (1962), "მზე ჭიქაში" (1963), "სიმღერით ცხოვრებაში..." (დოკუმენტური, 1964),  "აკადემიკოსი მუსხელიშვილი" (1966),  "გმირი, ლექსი, სიმღერა" (დოკუმენტური, 1973);  სცენარის ავტორია ფოლმების: "ფუნჯით ნათქვამი' (1960), "მღერის ბორჯომის ნაძვი" (1961), "ქალიშვილი და მზე" (1962), "მზე ჭიქაში" (1963), "სიმღერით ცხოვრებაში..." (დოკუმენტური, 1964), "აკადემიკოსი მუსხელიშვილი" (1966) და სხვ.

წყარო: პირველი არხი: სცენა: 1tvscena.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: