Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის პაიჭაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ონჭიქედი, დაბა ჩოხატაური. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1964 წელს. 1936-1951წწ. იყო თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი (1040-1951- კაპიტანი). სსრკ ჩემპიონატებზე ჩატარებული აქვს 191 მატჩი (106 გოლი), იყო საკავშირო ჩემპიონატების ორგზის მეორე (1939, 1940) და ორგზის მესამე (1936, 1946, 1947, 1950) პრიზიორი. ფეხბურთის ცნობილი თეორეტიკოსის მ. მერჟანოვის თქმით მან სსრკ კავშირში პირველმა დაარღვია ინგლისელთა მიერ დადგენილი თავდასხმის პრინციპები (ე.წ. "დუბლვე") და ადგილის სისტემური მონაცვლეობით მთელი თავდასხმის მანევრულ თამაშს მისცა დასაბამი; ტრიუმფალური გამოდგა მისი პირველი გამოჩენა ევროპაში, სადაც მისი თამაშით მოხიბლულმა, ბევრის მნახველმა რუმინელებმა მას "ფეხბურთის კარუზო 2" შეარქვეს. იგი იყო თბილისის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის (1952), "ქარიშხალას" რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე; თბილისის "დინამოს" უფროსი მწვრთნელი (1953); საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე; 1963 წლიდან სპორტკომბინატ "დინამოს" დირექტორი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობისაა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება საქართველოში (2001). მისი სახელოებისაა ეროვნული სტადიონი. იქვე დგას მისი ბიუსტი. თბილისში არის ბორის პაიჭაძის ქუჩა. 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააწესა ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისათვის, ფეხბურთელი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.728; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.85; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |