შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ღლონტი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1984 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო მეორადი ფაკულტეტი. 1990 წლიდან მოღვაწეობს ტელეფილმების სტუდია "კვალში". დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "დღე" (1993), "ხახვის ცრემლები" (დოკუმენტური, 2003), "შინ და უკან" (დოკუმენტური, 2006) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "ხახვის ცრემლები" (დოკუმენტური, 2003), "შინ და უკან" (დოკუმენტური, 2006); მემონტაჟეა ფილმების: "ხახვის ცრემლები"(დოკუმენტური, 2003), "შინ და უკან" (დოკუმენტური, 2006) და სხვ.; გადაღებულია ფილმში "შემთხვევითი პაემნები"(2013). მიღებული აქვს პრიზები: საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისათვის "ოქროს არწივი" (თბილისი, 1992), საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისათვის (კიევი, 1992), "ლონდონის ტელევიზიის IV არხის ჯილდო" (მიუნხენი, 1990). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |