The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანელი ვოლსკაია

ანელი ვოლსკაია
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:14 ნოემბერი, 2009  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1944 წელს.

1949 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში(1987 წლიდან  წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი). მისი მეცნიერული კვლევის სფერო ძირითადად შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობა და ქანდაკებაა. ავტორია ნაშრომებისა თანამედროვე სახვითი ხელოვნების შესახებ. მას ეკუთვნის შუა საუკუნეების ქართული მხატვრობის სხვადასხვა სკოლის გამოყოფა და კლასიფიკაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ნაშრომები, რომლებიც ეძღვნება სვანეთისა და დავით გარეჯის ფერწერულ სკოლებს. მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი გამოკვლევა შუა საუკუნეების ქართული ეკლესიების კანკელების პლასტიკური დეკორის შესახებ. იგი მონაწილეობდა ქართული ხელოვნების, აგრეთვე ქართული და ბიზანტიური ხელოვნების ურთიერთმიმართებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში, ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო კონგრესებში. გამოქვეყნებული აქვს შემდეგი ნაშრომები: Рельефы Шиомгвиме и их место в развитии грузинской средневековой скульптуры, Тб., 1957; Росписи средневековых трапезных Грузии, Тб., 1974; Гареджииская живописная школа, კრ.: Средневековое искусცтво: Русь. Грузия, М., 1978; Живописная школа Сванети, Тб., 1983(თანაავტ. Н. Аладашвили, Г. Алибегашвили.  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1975). ხელოვნების ისტორიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.285

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: