შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიავახტანგ ბატონიშვილი(ბაგრატიონი) იყო იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის ძე. თავისი უფროსი ძმის, იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მმართველობის პირველ წლებში უკმაყოფილო ვახტანგ ბატონიშვილი ამალით ქართლს გაიქცა. მეფე დაედევნა და 1512 წელს მოხისთან დაამარცხა იგი. ქართლის მეფის დავით X-ის შუამდგომლობით ძმები შერიგდნენ. შემდეგში ვახტანგ ბატონიშვილი მეფის პოლიტიკის ერთგული მიმდევარი იყო. 1547 წელს, როდესაც ოსმალები გურიაში შეიჭრნენ, როსტომ გურიელმა დახმარებისათვის მიმართა ბაგრატ III-ს და ლევან I დადიანს. ბაგრატმა გურიელს ვახტანგ ბატონიშვილის მეთაურობით 500 მხედარი მიაშველა, მაგრამ რადგან დადიან-გურიელის შეერთებაში საფრთხეს ხედავდა, ვახტანგს დაავალა, არ დაეშვა მთავართა გაერთიანება. ვახტანგმა წარმატებით შეასრულა ძმის დავალება, დადიანს შეუთვალა – "ჩემ ძმას და გურიელს პირი აქვთ შეკრული, თუ შეიკრიბნეთ... მოგაკვდინებენ ანუ შეგიპყრობენ". დადიანი შეშინდა და უკან გაბრუნდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.227
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |