The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმირ სოლოგუბი

ვლადიმირ სოლოგუბი
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1813
გარდაცვ. თარიღი:5 ივნისი, 1882  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

1850 წელს ჩამოვიდა საქართველოში, თბილისში(მთლიანად ამიერკავკასიაში); იყო პირველი საოპერო თეატრის პირველი დირექტორი "სასცენო-სარეპერტუარო დარგში"; მას ეკუთვნის პირველი წერილი თბილისის საოპერო თეატრის, მისი შენობის, ინტერიერის, სეზონის გახსნის შესახენ; წერილი სათაურით "Новый театр в Тифлисе" გამოქვეყნდა გაზეთში "Кавказ"(1851, N29), ანალოგიური შინაარსის წერილები გამოქვეყნდა პარიზშიც; საქართველოს შესახებ დაწერა რამდენიმე ნაწარმოები, რომელთაგან გამოირჩევა პიესა "ღამე ქორწილის წინ"; რუსი გრაფი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 435



გააზიარე: