შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ მჟავანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია 1937 წელს. 1914-1924 წწ. მუშაობდა მუშად ხონში; 1924 წლიდან მსახურობდა საბჭოთა არმიაში; 1939-1940 წწ. იყო არმიის შტაბის კომისარი ფინელებთან ომის დროს; 1941-1945 წწ. დიდი სამამულო ომის პერიოდში იყო შენაერთების კომისარი, დივიზიის კომისარი, კორპუსის კომისარი, 21-ე და მეორე დამრტყმელი არმიების სამხედრო საბჭოს წევრი; 1941-1943 წწ. ბლოკადის სრულ მოხსნამდე იმყოფებოდა ლენინგრადის ფრონტზე; 1945 წელს ომი პრაღაში დაასრულა, გენერალ ლეიტენენტის წოდებით; 1945-1946 წწ. ქ. ხარკოვის სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოს წევრი; 1946-1947 წწ. კიევის სამხედრო ოლქის, სამხედრო საბჭოს წევრი; 1947-1950 წწ. კიევის, სამხედრო ოლქის, სარდლის მოადგილე პოლიტ ნაწილში და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1950-1953 წწ. კარპატისპირეთის სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოს წევრი; 1953-1972 წწ. საქართველო ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; კურირებდა სტალინის მუზეუმის დაარსებას ქალაქ გორში; პარტიის XX, XXII-XXIV ყრილობებზე აირჩიეს სკკპ ცკ-ის წევრად; საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა თბილისის განაშენიანება-კეთილმოწყობის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის; მის დროს დაიწყო ფართო საბინაო მშენებლობა ქალაქის მასივებში (საბურთალო, დიღომი), 1961 წელს აშენდა სპორტის სასახლე, 1971 წელს სახელმწიფო ფილარმონიის დიდი დარბაზი და სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის პავილიონები, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ახალი შენობა დიღომში (1967), უნივერსიტეტის ახალი კორპუსი (1968), სასტუმროები "ივერია" (1967), "კოლხეთი" (1962) და სხვა; 1960 წელს ქალაქმა მიიღო ბუნებრივი გაზი; 1966 წელს გაიხსნა მეტროპოლიტენი; 1957-1966 წწ. სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატი; 1966-1972 წწ. სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი; საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის VI-VIII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ვ. მჟავანაძემ ქ. თბილისში 1956 წლის მაის-სექტემბერში მომხდარი არეულობის დროს სამხედრო ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით ნიკიტა ხრუშჩოვს მიმართა; იგი აქტიურად უჭერდა მხარს ლეონიდ ბრეჟნევს, ხოლო რესპუბლიკას 19 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა; 1972 წლის სექტემბრიდან გავიდა პენსიაზე; თანამდებობიდან გაათავისუფლეს სახელმწიფო კორუფციისა და ეგრეთ წოდებული "ცეხავიკებისთვის" ხელის შეწყობის მომიზეზებით; სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა მოსკოვის ოლქის სოფელ ჟუკოვკაში; დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. საბჭოთა პარტიული მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1944). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.690 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |