შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან კოღუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1998 წელს; 2002 წლიდან სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის მიგისტრატურაზე. 1992 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია "იბერვიზიაში" რეჟისორად და პროდიუსერად; დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "პატარა თეატრი ვაშინგტონში" (დოკუმენტური, 2005), "ვალი" (2005), "ქალები საქართველოდან" (დოკუმენტური, 2008), "ქუჩის დღეები" (2010), "შემთხვევითი პაემნები" (2013); სცენარის ავტორია ფილმების: "პატარა თეატრი ვაშინგტონში" (დოკუმენტური, 2005), "ვალი" (2005), "ქალები საქართველოდან" (დოკუმენტური, 2008), "ქუჩის დღეები"(2010), "შემთხვევითი პაემნები" (2013); პროდიუსერია ფილმის: "შემთხვევითი პაემნები" (2013; დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "განზომილება" (დოკუმენტური, 2005), "პატარა თეატრი ვაშინგტონში" (დოკუმენტური, 2005); ხმის რეჟისორია ფილმის: "ქალები საქართველოდან" (დოკუმენტური, 2008); მემონტაჟეა ფილმების: "პატარა თეატრი ვაშინგტონში" (დოკუმენტური, 2005), "ვალი“ (2005), "შემთხვევითი პაემნები" (2013). სოფიის (ბულგარეთი), ვილნიუსის (ლიტვა), ვისბადენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზები [2014; "მეოთხე ბრაიტონი" [2021; ამავე წელს მიღებული აქვს პრიზები ტრაიბეკას (საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი) კოტბუსის ("ფიპრესის" ჟიურის პრიზი), საუდის არაბეთის წითელი ზღვის და ფრიბურგის (შვეიცარია) სკფ-ებზე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.194-195 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |