შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს ს. კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1931 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წლის განმავლობაში მუშაობდა მდინარე ენგურის სარკინიგზო ხიდის მშენებლობაზე. 1931 წლიდან მუშაობდა 26 კომისრის სახელობის მანქანათმშენებელ ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობაზე: ინჟინერ-ტექნოლოგად, ინჟინერ-კონსტრუქტორად, ოსტატად და საამქროს უფროსად. 1941 წელს დაინიშნა ბათუმის მომთუთიებელი ქარხნის, 1942 წლის იანვარში – კალინინის სახელობის მექანიკური ქარხნის, 1943 წლის თებერვალში – 26 კომისრის სახელობის მანქანათმშენებელი ქარხნის, 1948 წლის ივლისში კი – კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხნის დირექტორად. 1952 წელს იყო საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი; 1956 – 1965წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1953-1956წწ. ხე-ტყის მრეწველობის მინისტრი, 1965 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1966). საქართველოს სსრ და სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.656; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |