The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მაყაშვილი

ალექსანდრე მაყაშვილი
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1896
გარდაცვ. თარიღი:14 თებერვალი, 1962  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კონდოლი, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია; 1918  წელს  როსტოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება; თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1925 წელს.

1933-1952წწ. მუშაობდა უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრაზე. 1953-1962წწ. იყო თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრისა და ამავე დროს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის ცოცხალი კავკასიის ფლორის განყოფილების გამგე 1935-1955წწ. იკვლევდა საქართველოს ველურ და კულტურულ ფლორას, მდელოებსა და საძოვრებს და მათი გაუმჯობესების საკითხებს ("საქართველოს სარეველა მცენარეების სარკვევი", 1934; "თბილისის მიდამოების ფლორა", ტ. 1-2, 1935 და სხვა); ავტორია სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო-პოპულარული წიგნებისა ("ზოგადი მიწათმოქმედების კურსი", 1932; "ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები“, 1957; "ჩვენი ხეები და ბუჩქები", 1960 და სხვა). მაყაშვილი იყო "საქართველოს ფლორის" გამოცემის ერთ-ერთი (ტ. 1-2, 1941) თანაავტორი და თანარედაქტორი. შეადგინა "სასოფლო-სამეურნეო ტერმინოლოგია" (მემცენარეობა, 1938) და "ბოტანიკური ლექსიკონი" (I გამოცემა 1949, II — 1961), რომელშიც შეკრებილია ველურ და კულტურულ მცენარეთა ხალხური სახელწოდებები და დადგენილია მათი მეცნიერული ნომენკლატურა. ბოტანიკოსი, საქართველოში მცენარეთა ფიტონიმიკისა და თბილისის შემოგარენის ფლორისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ლექსიკოგრაფი, პროფესორი (1962).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.647-648.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: