შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ესაკია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო მეტალურგიის ინსტიტუტი 1931 წელს. 1931-1932წწ. მუშაობდა ქუთაისის ბარიტის საბადოზე მთავარ ინჟინრად, თბილისის საპროექტო ინსტიტუტში-"ზაკგოსპროექტში". 1932 წელს მივლინებული იყო მოსკოვის სამთო აკადემიაში. 1933 წლიდან მონაწილეობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის პირველი რიგის გაშვებაში (იყო მიწისქვეშა სადგურების "ლერმონტოვოს", "მაიაკოვსკის", "ნოვოსლობოდსკაიას" მშენებლობის უფროსი); 1941 წლიდან ხელმძღვანელობდა სპეციალური ობიექტის(მთავრობის თავშესაფარი მოსკოვში), ხოლო 1942-1943წწ. გაგრა-სოხუმის რკინიგზის გვირაბების მშენებლობას, 1943-1945წწ. დანგრეული შახტების აღდგენას მოსკოვის ოლქში და ახალი ობიექტების მშენებლობას; 1945 წლიდან იყო მოსკოვის "მთავარგვირაბმშენის" უფოსის მოადგილე; II მსოფლიო ომის შემდეგ მუშაობდა აღდგენით სამუშაოებზე. 1946-1964წწ. ი. ვ. კურჩატოვთან და ს. პ. კოროლიოვთან ერთად ხელმძღვანელობდა სპეციალური მშენებლობის-ატომური მრეწველობის და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების მშენებლობას. დიდი წვლილი შეიტანა ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის სახალხო მეურნეობის განვითარებაში; 1969-1972წწ. იყო ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს უფროსი, ხოლო 1972-1978წწ. "თბილმეტრომშენის" მთავარი სპეციალისტია. სამთო ინჟინერი, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის სპეციალისტი, II რანგის გენერალ–დირექტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.97 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |