The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ბუტიკაშვილი

თეიმურაზ ბუტიკაშვილი
დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1961  (62 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებლის თეატრის რეჟისურის ფაკულტეტი 1981 წელს; ქ. კიევის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი კინო–ტელე რეჟისურის სპეციალობით 1988 წელს.

1978-1979წწ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, რეკვიზიტორი, მხატვარ–დეკორატორის ასისტენტი; 1990 წლიდან სტუდია "ქართული ტელეფილმის" რეჟისორი; 1997 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ინსტიტუტის აუდიო–ვიზუალურ ხელოვნებათა კათედრაზე შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "სტუმარი(სირცხვილი)", 1990), "კერპი" (1992), "რა გაცინებს?"(1996), "პროფესია კინორეჟსიორი"(დოკუმენტური, 1997), "ჩამოფასებულები"(2007); პროდიუსერია ფილმის: "ჩამოფასებულები"(2007).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1996-)

გააზიარე: