The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰენრიხ ნეიჰაუზი

ჰენრიხ ნეიჰაუზი
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1888
გარდაცვ. თარიღი:10 ოქტომბერი, 1964  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ელიზავეტგრადი, უკრაინა.

დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია 1915 წელს.

თავდაპირველად მეცადინეობდა მამასთან, პიანისტ და პედაგოგ გუსტავ ნეიჰაუზთან(1847-1938), შემდეგ ლ. გოდოვსკისთან; 1916-1918წწ. იყო თბილისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; 1918-1922წწ. ქ. კიევის კონსერვატორიის პროფესორი; 1922-1964წწ. ქ. მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი, 1919 წლიდან პროფესორი; ქართველი მოწაფეები: ქ. ჯიქია, ა. ნიჟარაძე, ნ. ცინცაძე; სხვა მოწაფეები: ს. რიხტერი, ე. გილელსი, ი. ზაკი, ე. მალინინი, ე. მოგილევსკი, ვ. გორნოსტაევა, ა. ვედერნიკოვი, ლ. ნაუმოვი, ბ. მარანც, ს. ნეიჰაუზი(ვაჟიშვილი); XX-საუკუნის 20-50-იან წლებში სისტემატურად ჩამოდიოდა თბილისში, მართავდა კამერულ და სიმფონიურ კონცერტებს, ატარებდა მასტერკლასებს, გაკვეთილებს; მეგობრობდა ქართველ მუსიკოსებთან, მხატვრებთან და პოეტებთან; წარმოშობით გერმანელი, რუსი პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 365

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - რუსეთის სახალხო არტისტი

გააზიარე: