შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატო ვაჩნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვარშავა, პოლონეთი. სწავლობდა თბილისის ქალთა I გიმნაზიაში. 1919 წლიდან მუშაობდა ასანთის ფაბრიკა "პრომეთეი"-ში და საქართველოს იმ დროინდელ სხვა საწარმოებში; იყო მუსიკის მასწავლებელი; 1932 წელს მუშაობდა მოსკოვში ასისტენტად ცნობილ რეჟისორ-კინოდოკუმენტალისტ ესთერ შუბთან; 1934 წელს კვლავ თბილისშია; პირველი როლი "არსენა ყაჩაღში" შეასრულა, ამას მოჰყვა ნუნუს როლი ფილმში "მამის მკვლელი", ორივე ფილმი 1924 წელს გამოვიდა ეკრანებზე; ამის შემდეგ დაიდგა ივანე პერესტიანის ორი ფილმი "სამი სიცოცხლე" და "ჩვენი ქვეყნის რაინდი", სადაც აგრეთვე დიდი ოსტატობით ასრულებდა მთავარ როლებს; მისი როგორც მსახიობის აღმასვლის შემდეგი საფეხური იყო ფატის როლი ფილმში "ვინ არის დამნაშავე?"; არ შეიძლება არ აღინიშნოს მის მიერ დიდი წარმატებით შესრულებული როლები კ. მარჯანიშვილის ფილმებში "ამოკი" და "კრაზანა"; მან შექმნა ქალის დაუვიწყარი სახეები ფილმებში: "ქაჯანა", "სამშობლო", "ხიდობნელი ქალიშვილი", "ის კვლავ დაბრუნდება", "აკაკის აკვანი", "მწვერვალთა დამპყრობნი" და სხვა; მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა, მისი ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ჰქმნიდა, თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად, მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია "სახკინმრეწვი" საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა; საბჭოთა პერიოდის კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი. დაიღუპა საჰაერო კატასტროფის დროს, 1996 წლიდან საქართველოს კინოხელოვნების აკადემიაში დაწესდა ნატო ვაჩნაძის სახელობის პრიზი - "ნატო" (სხვადასხვა ნომინაციით). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.148; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.75 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |