The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ლოსაბერიძე

ქეთევან ლოსაბერიძე
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1949
გარდაცვ. თარიღი:23 იანვარი, 2022  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლეყერეთი, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1970 წელს.

საქართველოს 1980 წლის საუკეთესო სპორტსმენი; 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი პირად ჩათვლაში; 1973 და 1981 წლებში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი; 6 მსოფლიო რეკორდის მფლობელი; 1972 წ. ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი და 1978 წელს ევროპოს ჩემპიონი. 1999 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვით დასახელდა XX ს. საქართველოს საუკუნის სპორტსმენის საუკეთესო ქალ სპორტსმენთა სიაში. მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. მშვილდოსანი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.632; ქართული სპორტი: sport.gov.ge საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.436

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია, პრეზიდენტი (2002-2005)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2003 - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი
  • 2003 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 1980 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1980 - საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (საქართვ. სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი)
  • 1971 - სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი

გააზიარე: