შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ჩხენკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1933 წელს. 1944 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტური ფაკულტეტზე; წლების მანძილზე იყო კათედრის გამგე და პროფესორი; 1959 წელს დაინიაშნა თბილისის მთავარ არქიტექტორად, 13 წლის მანძილზე ეკავა ააღნიშნული თანამდებობა; მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა და შეიქმნა საცხოვრებელი სახლების ტიპიური სექციები; მისი პროექტით აშენებული შენობებია: საცხოვრებელი სახლები დავით აღმაშენებლისა და მეგობრობის პროსპექტებზე, საქართველოს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სხვები. მისი პროექტით გაუკეთდა რეკონსტრუქცია რუსთაველის პროსპექტზე კავშირგაბმულობის სახლს; 1949 წელს კოლეგებთან ერთად შეისწავლა და დააფიქსირა კახეთის ხალხური ხუროთმოძღვრული ძეგლების ნიმუშები; მისი დაუღალავი შრომის შედეგია თბილისის გენერალური გეგმაც. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.390 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |