შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ნაკაშიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე; დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1895 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და ინტენსიური თანამშრომლობა დაიწყო ქართულ და რუსულ პერიოდიკაში; თავისი აქტიური საზოგადოებრივი პოზიციის გამო იგი ახლო ურთიერთობაში იყო ლევ ტოლსტოისთან, კერძოდ რუსი დუხობორების უფლებათა დაცვის საკითხში; სწორედ ამის გამო, 1897 წელს იგი მოსკოვში დასახლდა; აქ ის ხვდებოდა ლ. ტოლსტოის, რომელმაც ხელი გაუმართა მის ოჯახს; თავის მხრივ თვითონაც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა დიდ მწერალს; მაგალითად, იგი ყურადრებით მოეკიდა ლ. ტოლსტოის თხოვნას, დახმარება გაეწია "ჰაჯი-მურატისათვის" მასალების მოძიებაში; 1903 წელს ბრუნდება სამშობლოში; დიდი იმედით შეხვდა 1905 წელს რევოლუციას და აქტიურად მონაწილეობდა გურიის გლეხთა მოძრაობაში; მაგრამ რევოლუციის დამარცხებამ და ქვეყანაში დაწყებულმა რეპრესიებმა სახელოვანი მამულიშვილი აიძულეს მიეტოვებინა მშობლიური კუთხე გურია და დაბრუნებულიყო თბილისში, სადაც გააჩაღა პუბლიცისტური საქმიანობა; მისი წერილების თემატიკა მრავალფეროვანია, მაგრამ იგი უფრო ხშირად პედაგოგიკის, ბავშვთა-აღზრდის საკითხებს ეხება; მისი კონცეფცია ემყარებოდა თავისუფალი აღზრდის თეორიას და ეწეოდა მის პროპაგანდას როგორც ქართულ, ისე რუსულ ჟურნალ-გაზეთებში; ამაგდარი მოღვაწე წლების მანძილზე თანამშრომლობდა ახლად გახსნილ ქართულ უნივერსიტეტში, აგრეთვე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში"; მას ეკუთვნის არაერთი საინტერესო წერილი ქართველ, რუს და უცხოელ მწერალთა შემოქმედებაზე; განსაკუთრებით საგულისხმოა კრიტიკული წერილები ისეთ მოღვაწეებზე როგორებიც არიან ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი, გრიგოლ აბაშიძე, ლევ-ტოლსტოი, გი-დე მოპასანი და სხვები; საზოგადო მოღვაწე. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.287 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |