შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ მგალობლიშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს (საფორტეპიანო, ორგანი). 1971 წელს სტაჟირება გაიარა ქ. ლაიფციგის კონსერვატორიაში (ორგანი), 1979 წელს სტაჟირება ბელგიაში (კომპოზიცია, ორგანი); 1965-2012წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1978 წლიდან დოცენტი, 1990 წლიდან პროფესორი; სხვადასხვა წლებში იყო ლაიფციგში ი. ს. ბახის, მოსკოვის, ვილნიუსის, გორკის, კიშინიოვის ორგანისტთა საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი; 1977-1978წწ. დააარსა ბიჭვინთის (საკავშირო მასშტაბის) საორგანო მუსიკის ფესტივალი; მოწაფეები: ლ. ბაიდოშვილი, გ. კონიაევი, გრ. მეშველიშვილი, ნ. რუხაძე; ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას; საქართველოში მრავალი საორგანო ნაწარმოების პირველი შემსრულებელი; ქართული რეპერტუარი: ო. თაქთაქიშვილი საორგანო პიესა, ა. შავერზაშვილი საორგანო პრელუდია და ფუგა (1965), ა. მაჭავარიანის, ნ. გაბუნიას (1980) საორგანო ნაწარმოებები(ყველა პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი: მოიცავს საორგანო მუსიკის თითქმის ყველა ეპოქის კომპოზიტორთა შემოქმედებას, მათ შორის: ჰაიდნი კონცერტები, მოცარტი Kirchen-Sonaten, fantazia f-moll - Andante, allegro und Adagio, ჰენდელის კონცერტები, ბეთჰოვენი საორგანო ნაწარმოებები, ი. ს. ბახი კანტატა "შენთანა მშვიდობა" (2002, პირველი შესრულება საქართველოში აღდგომის დღესასწაულზე), აგრეთვე დასავლეთ ევროპისა და თანამედროვე კლასიკური საორგანო ნაწარმოებები (უმეტესი ნაწილის პირველი შესრულება საქართველოში); პირველი ქართველი პროფესიული ორგანისტი, პიანისტი, ქართული საორგანო სკოლის დამაარსებელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 311 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |