The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ კოჭლამაზაშვილი

იოსებ კოჭლამაზაშვილი
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1969  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

1938 წელს იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1932–1937წწ. იყო საქართველოს კპ ტყიბულისა და გურჯაანის რაიკომების, აჭარის საოლქო კომიტეტისა და ბათუმის საქალაქო კომიტეტის მდივანი, 1938 – საქართველოს კპ ცკ–ის მეორე მდივანი. 1943–1955წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მეცხოველეობის, ვაჭრობის, ხორცისა და რძის მრეწველობის მინისტრი, საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე. არაერთხელ იყო არჩეული თბილისის საქალაქო საბჭოსა და რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. საქართველოს სსრ I და სსრკ I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი;  1955–1969წწ. მოღვაწეობდა თსუ ეკონომიურ ფაკულტეტზე. არის მეცნიერული შრომების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.612; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: "ივერიელი": dspace.nplg.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: