შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ჭიაბერაშვილი
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი 1994 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1997 წელს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 1999 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2007-2009წწ. გაიარა Kellogg School of Management, Northwestern University (Evanston, USA) da WHU –Otto Beisheim School of Management (Vallendar, Germany) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა. მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 1993-1997წწ. იყო გაზეთ "რეზონანსის" რეპორტიორი, ახალი ამბების რედაქტორი, საერთაშორისო ამბების რედაქტორი; 1997-1998წწ. საერთაშორისო საზოგადოება "სამართლიანი არჩევნების" პრეს-მდივნი; 1997-2001წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი; 1998-2002წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1999-2002წწ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი; 2002-2003წწ. "სამართლიანი არჩევნებისა" და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი; 2003-2004წწ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; 2004-2005წწ. ქალაქ თბილისის მერი; 2002-2003წწ. გაზაფხულის სასწავლო სემესტრების განმავლობაში მიწვეული მკვლევარი ახალი სკოლის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი, აშშ); 2005-2010წწ. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში; 2011-2012წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაერო-სგანყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში; 2012 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2012-2013წწ. კახეთის გუბერნატორი; 2016-2020წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.186 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |