The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა მხეიძე

პაატა მხეიძე
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი.

1977-1981წწ. რუსთავის შემკეთებელ-მექანიკური ქარხნის ზეინკალი; 1981-1983წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1983-1984წწ. რუსთავის შემკეთებელ-მექანიკური ქარხნის ზეინკალი; 1984-1990წწ. ახალგაზრდული ორგანიზაციების საორგანიზაციო განყოფილების უფროსი, მეორე მდივანი, ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე; 1990-2001წწ. საქართველოს პროკურატურის ბუნების დაცვის პროკურორის თანაშემწე, თერჯოლის პროკურორის თანაშემწე, თბილისის პროკურორის თანაშემწე, სასჯელაღსრულების კანონების დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურორის მოადგილე, გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი; 2001-2004წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი, ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი; 2005-2010წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი, განყოფილების უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2010-2011წწ. შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ცენტრის განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი; 2011-2014წწ. შპს "ფესვები XXI-ის“ კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში; 2014-2015წწ. თბილისის მერიის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი; 2015 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; 2015-2016წწ. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. პოლკოვნიკი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ , წევრი (2016-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება“, წევრი (2016-2016)

გააზიარე: