შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეო ესაკია
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაესაკოვი, სენაკის მაზრა. 1916 წელს გაიწვიეს ჯარში; ომის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ გაზეთებში, აქვეყნებდა ლექსებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს; 1927 წლიდან მუშაობა დაიწყო ქართულ კინოში სცენარისტად, ამავე წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდიაში "სახკინმრეწვი"; 1945-1955წწ. იყო საქართველოს სსრ-ის კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე და თბილისის კინოსტუდიის გენერალური დირექტორი; 1929 წლიდან რეჟისორია; ნოვატორული ფილმებით - "ჰოლტზე" და "ამერიკანკა" ერთგვარი პროტესტი გამოხატა ეთნოგრაფიულ-ორიენტალისტური კინემატოგრაფიის მიმართ, იღვწოდა რეალისტური მხატვრული მეთოდის გასამტკიცებლად; დიდი პოპულარობა მოუტანა რეჟისროს ფილმებმა: "შაქირი"(პირველი ქართული ხმოვანი ფილმი), "ფრთოსანი მღებავი", "გაღმელი ქალიშვილი", "ბაში-აჩუკი", "გლახის ნაამბობი", "აბესალომ და ეთერი"; პარალელურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც, წერდა წიგნებს, მასვე ეკუთვნის ა. ბუკიას ოპერის "დაუპატიჟებელი სტუმრების" ლიბრეტო; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; კინორეჟისორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.138; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/165123 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |