The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კილაძე

ალექსანდრე კილაძე
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1929
გარდაცვ. თარიღი:22 თებერვალი, 1999  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

თამაშობდა თბილისის გუნდებში – "ტოდო" (1950–1951) და "დინამო" (1949, 1952–1964). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1953–1954) და თასის მფლობელი (1949), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში (1962). 1964–1966წწ., 1969–1970წწ. იყო თბილისის "დინამოს" მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" დაეუფლა სსრკ თასს (1969), გახდა სსრკ ჩემპიონატის მეორე (1969) და მესამე (1969) პრიზიორი. კალათბურთი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.596; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • 1962 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: