შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბექა ოდიშარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1998 წელს; პროფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი იურისტ-ეკონომისტის სპეციალობით 2002 წელს. 2003 წელს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი - ბუდაპეშტის სამართლის საერთაშორისო აკადემია - "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა"; 2005 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტი - "ნედლი ნავთობის გადამუშავების სრული კურსი"; მუშაობდა TBC TV-ში პროექტის მენეჯერად; 2004 წელს ნავთობის ეროვნული კომპანია "საქნავთობის" დირექტორი; ბოლო 12 წლის განმავლობაში ნავთობის ეროვნულ კომპანია "საქნავთობში" სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა; მუშაობდა საქართველოს გადამხდელთა კავშირში (ბიზნესმენთა ფედერაცია) ჯერ აღმასრულებელ დირექტორად, შემდეგ თავმჯდომარის მოადგილედ; 1999-2004წწ. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატების უფროსი; 2005-2009წწ. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, შპს "იორის ველის ნავთობი და გაზის" გენერალური დირექტორი; 2010 წლიდან კომპანია Jindal Petroleum Operating Company LLC-ის გენერალური დირექტორი. მისი დირექტორობის პერიოდს უკავშირდება უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელებული უმსხვილესი 160-მილიონიანი ინვესტიცია; 2013 წლიდან დღემდე არის ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში და ის ამ რანგში გააგრძელებს მოღვაწეობას 2021 წლამდე; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №7 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2020 წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული: მაჟორიტარი, №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. არის რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |