The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი აბუსერიძე

ირაკლი აბუსერიძე
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1977  (46 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით 1999 წელს.

1995-1996წწ. საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე; 2000, 2002 და 2004წწ. საქართველოს შვიდკაცა რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშე; 2002-2004წწ. თამაშობდა სარაგბო კლუბ "ორიაკში" (საფრანგეთი); 2003, 2007 და 2011წწ. "მსოფლიო თასის" თამაშების მონაწილე; 2005 წელს მონაწილეობდა შვიდკაცა რაგბის მსოფლიო თასზე, იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი; 2004-2009წწ. თამაშობდა სარაგბო კლუბ "ორლიანში" (საფრანგეთი); 2000-2013წწ. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშე; 2007-2013წწ. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გუნდის კაპიტანი; 2009-2013წწ. თამაშობდა სარაგბო კლუბ "ოსერიში" (საფრანგეთი); 2012-2013წწ. სარაგბო კლუბ "არმაზის" მოთამაშე; 2013-2015წწ. საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი; 2014-2016წწ. თბილისის საკრებულოს წევრი. 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდანევროპის ერთა თასის მფლობელი 2001, 2007, 2008, 2009, 2011, 2012, 2013 წლებში. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.202

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2017-2018)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2018)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეები", ფრაქციის მდივანი (2017-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის", წევრი (2017-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის", ფრაქციის თავმჯდომარე (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2017)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - სპორტის რაინდის წოდება
  • 2010 - ღირსების ორდენი
  • 2001 - ღირსების მედალი

გააზიარე: