The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფარნა ლაპიაშვილი

ფარნა ლაპიაშვილი
ოფიციალური სახელი:ფარნაოზ ლაპიაშვილი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1917
გარდაცვ. თარიღი:25 ივლისი, 1994  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მირზაანი, დედოფლისწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1941 წელს.

მის მიერ გაფორმებული პირველი სპექტაკლი იყო ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი" გორის დრამატულ თეატრში 1940 წელს; 1943-1945 წლებში მუშაობდა კ. მარჯანიშვილის თეატრში; 1946-1968 წლებში იყო შ. რუსთაველის თეატრის დამდგმელი მხატვარი; 1960 წელს მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში თეატრალურ-დეკორაციული სახელოსნოს ხელმძღვანელად; გაფორმებული აქვს 108 დრამატული, საოპერო, საბალეტო და მუსიკალური კომედიის სპექტაკლი. მათ შორის აღსანიშნავია: კ. მარჯანიშვილის თეატრში: მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული" (1944), ლ. გოთუას "დავით აღმაშენებელი" (1946), ა. კასონას "ხეები ზეზეულად კვდებიან" (1957), ფ. შილერის "დონ კარლოსი" (1970); რუსთაველის თეატრში: სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" (1956), უ. შექსპირის "ჰამლეტი" (1960), გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი", დ. გაჩეჩილაძის "ბახტრიონი" (1962), კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია" (1956); თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში: ა. ბუკიას "არსენა" (1957), ო. თაქთაქიშვილის "მინდია" (1962), ჯ. ვერდის "ოტელო" (1980), დ. თორაძის "მშვიდობისათვის"; ვ. აბაშიძის სახ. მუსკომედიის თეატრში: ჟ. ოფენბახის "პერიკოლა" (1955), ი. კალმანის "მონმარტრის ია" (1964), ფ. ლოუს "ჩემი მშვენიერი ლედი" (1973); ქუთაისის თეატრში: ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი" (1958), პ. კაკაბაძის "ყვარვარე თუთაბერი" (1959), უ. შექსპირის "რიჩარდ მესამე" (1962); კიევის ი. ფრანკოს სახ. დრამატულ თეატრში: კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა" (1967); კიშინიოვის მუსიკალურ-დრამატულ თეატრში: ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა" (1964); ლენინგრაადის პუშკინის სახ. და ტაშკენტის დრამატულ თეატრებში: სოფოკლეს "ანტიგონე" (1970, 1976).  ფ. ლაპიაშვილს გაფორმებული აქვს კინოფილმები: "ქეთო და კოტე", "ცისკარა", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "მიიღეთ გამოწვევა, სინიორებო", "დონ კიხოტი"; გაფორმებული აქვს მნიშვნელოვანი კონცერტები: მოსკოვის დეკადის დასკვნითი კონცერტი დიდი თეატრის სცენაძე 1958 წელს,  სკკპ XXII ყრილობისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი დიდი თეატრის სცენაზე 1966 წელს, თბილისის 1500 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი და სხვა. მუსიკალური კომედიები: შ. მილორავა "საყვარელი დისშვილი" (1955), "სიმღერა თბილისზე" (1958), "უცნაური სტუმრები" (1960), ვ. კურტიდი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" (1959), ა. ჩიმაკაძე "მაია წყნეთელი"(1985), "ცხოვრება დონ კიხოტის და სანჩოსი" (1989), "ზმანებანი აღლუმებს შორის" (1989) და სხვა. აღსანიშნავია ხელოვანის პედაგოგიური მოღვაწეობაც. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდნენ მხატვარ - დეკორატორების მთელი თაობები. მის მიერ შექმნილ დეკორაციებში განათება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მხატვარი განათებით ქმნიდა სცენიურ სივრცეს, სპექტაკლს ამდიდრებდა შუქჩრდილის ნიუანსებით; 1947 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. 1970 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილისის სახელმწიფო აკადემიის პედაგოგი, თეატრალურ–დეკორაციული სახელოსნოს ხელმძღვანელი. მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 279; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.61-63; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.50

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1966 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1951 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    დ. თორაძის ბალეტ "გორდას" მხატვრობისათვის

გააზიარე: