შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე თბილელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1940 წელს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასში; 1946 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი იყო; 1974 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრშია. გამოირჩევა ჭეშმარიტი არტისტიზმით, სცენური მომხიბლელობით, მუსიკალურობით, პლასტიკურობითა და გარდასახვის უნარით; როლები: თეკლა ბატონიშვილი (ს. შანშიაშვილის "კრწანისის გმირები"), ფლორელა (ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი") ლარისა (ნ. ოსტროვსკის "უმზითვო"), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), კეკელა ("ძველი ვოდევილები"), დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანის?!" მიხედვით), ნათელა (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), მილენინა (ა. გელოვანის "დასაწყისი"), იორკის მთავრის მეუღლე (უ. შექსპირის "რიჩარდ III" და სხვ. 1955 წლიდან მოღვაწეობს კინოში. დაუვიწყარია მისი ბუბუსია ("აბეზარა", 1955), ფატმანი ("ბაში-აჩუკი", 1956), მართა ("ქალის ტვირთი", 1957), ანა ("თხუნელა", 1962), ალისა ("თოჯინები იცინიან", 1963), თაშნაური ("ჩირიკი და ჩიკოტელა", 1972), სკოლის დირექტორი ("როცა აყვავდა ნუში", 1972) და სხვ.; საინტერესო სახეები შექმნა სომხურ ფილმებში: როზალია ("პატიოსნებისათვის, 1955, ერევნის კინოსტუდია), გოჰარი ("დედის გული", 1958), ზარუი ("თორმეტი თანამგზავრი", 1962) და სხვ. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. ცნობილი რეჟისორის აკაკი დვალიშვილის მეუღლე, მსახიობ ბაია დვალიშვილის დედა. თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.497; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; funtime.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.217 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |