შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიკა კვალიაშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1956 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (საკომპოზიციო). 1961-2006წწ. იყო თბილისის N1 მუსიკალური სკოლის პედაგოფი (თეორიული საგნები); საქართველოს რუსთაველის საზოგადოების კულტურული განყოფილების თავმჯდომარე; დააარსა პროექტი: "ქართული სიმღერის პროპაგანდა", რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა კუთხის დაბა-სოფლებში ქართული სიმღერის პროპაგანდას, ნიჭიერი ბავშვების მოძიებას; შექმნილი აქვს თხზულებები: საბავშვო, საესტრადო სიმღერები, მათ შორის: "იანვარიც მოირთვება", ოდები (მიძღვნილი საქართველოს თითოეული კუთხისადმი), გუნდები; მიღებული აქვს წლის საუკეთესო ადამიანის, წლის საუკეთესო პედაგოგის, 2005 - წლის საუკეთესო კომპოზიტორის (საესტრადო სიმღერებისთვის, 2005) წოდებები. 2010 წელს გაიხსნა მარიკა კვალიაშვილის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან; ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებლის, მომღერალ მარო თარხნიშვილის შვილიშვილი, მხატვარ კონსტანტინე კვალიაშვილის შვილი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 249; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.360 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |