შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ბარქაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გაგრა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1963 წელს. 1957–1967წწ. იყო თბილისის დინამოს თავდამსხმელი, უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 226 მატჩი (67 გოლი), სსრკ ნაკრებში – 2 მატჩი (2 გოლი). იყო გუნდის საიმედო დისპეჩერი, გამოირჩეოდა მაღალი ინდივიდუალური ტექნიკით, საზრიანობით. 1964 წელს დაასახელეს სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. იყო სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1959, 1962, 1966), სსრკ ჩემპიონი, ოქროს მედალის მფლობელი (1964). იყო თბილისის "დინამოს" ერთ–ერთი უძლიერესი თავდამსხმელი. 2014 წელს მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.331; ქართული სპორტის სტატისტიკა: sportstat.gov.ge; msy.gov.ge; bigenc.ru; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.114; m.facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |