შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე თომაძე![]()
ბიოგრაფიადამადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს (ვოკალური). თავდაპირველად 1936 წელს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, პარალელურად სწავლობდა თბილისის III მუსიკალურ სასწავლებელში, 1940 წელს გახდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი; 1941-1945წწ. იმყოფებოდა ფრონტზე; დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 1950-1979წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ტენორი); შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტისა და II მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (ვოკალი); ქართული რეპერტუარი: აბიო, ცანგალა (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), მაკარი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), მეფე გიორგი (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი"), როსტევანი (შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა"), ხევისბერი(ო. თაქთაქიშვილი "მინდია"), მახრების მეფე, გოლა, გაბრიელი(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები", "არსენა"), მგელი (ი. გოკიელი "წითელქუდა"), გლინკა (დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"); სხვა რეპერტუარი: რემენიუკი (პროკოფიევი "სემიონ კოტკო"); კომპოზიტორ ნათელა სვანიძის მეუღლე და საოპერო მომღერალ მაია თომაძის მამა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 208; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.88 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |