შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ჭიჭინაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1992 წელს. 1994-1997წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრაზე; 1998 წლიდან ამავე ინსტიტუტის ბიოფიზიკის კათედრის მოწვეული ასისტენტია; 2004 წლიდან აქტიურად მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო საქართველოს პრეზიდენტის I ხარისხის სტიპენდიანტი (2005). არის 60-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო თეორია და კონცეფცია; მისი ავტორობით არის გამოცემული მონოგრაფია და ორი წიგნი, მათ შორის აშშ-ში 2012 წელს. იგი იყო უცხოური: Open Journal of Molecular and Integrative Physiology (USA), Psychology Research (USA), International Journal of Brain and Cognitive Sciences (USA) და სამამულო ჟურნალების რედკოლეგის წევრი. თსსუ 45-ე სამეცნიერო სესიის პრემიის ლაურეატი, ექიმი-პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სათესლე ჯირკვლის სისხლმომარაგება, მიკროჰემოცირკულაცია და ჰორმონული ფუნქცია, მათი მარეგულირებელი მექანიზმები ჯანმრთელ და სტრესირებულ ორგანიზმში", დაიცვა 1998 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - აგრესიული ქცევის მექანიზმები და მისი ადაპტაციური ფუნქცია მამრებში, დაიცვა 2003 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.352; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.389 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |