The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მზია დავითაშვილი

მზია დავითაშვილი
Date of birth:18 December, 1949  (74 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი 1971 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1977 წელს (ვოკალური).

1977 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(სოპრანო); 1998-2000წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ვოკალი), 2008 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი; ლაურეატი მოწაფეები: გ. მჭედლიშვილი, გ. ანდღულაძე, ე. ძაგნიძე; რეპერტუარი ქართული: მარო, ეთერი (ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ლელა (რ. ლაღიძე "ლელა"), მზია (ო. თაქთაქიშვიილი "მინდია"), კნეინა მარო(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), პელაგია (გ. ჩლაიძე "დარისპანის გასაჭირი"), მედეა (ბ. კვერნაძე "მედეა"), ბაბუსი (ჯ. და ვ. კახიძეები "ბარბალე"); ვოკალურ-ინსტრუმენტული: ა. შავერზაშვილი ვოკალურ-სიმფონიური ციკლი ი. ჭავჭავაძის ლექსებზე (1988, პირველი შესრულება), ა. შანიძე ვოკალური ციკლი "ფიქრის გორა"(1988), ვ. აზარაშვილი რომანსები ტიუტჩევის ლექსებზე, შ. დავითაშვილის, გ. ცაბაძის რომანსები; სხვა რეპერტუარი: ორიანა (ი. ქ. ბახი "ამადის გალელი"), ანინა, ლეონორა, აიდა, ქურუმი ქალი (ვერდი " ტრავიატა", "ტრუბადური", "აიდა"), პაპაგენა, დონა ანა, დონა ელვირა (მოცარტი "ჯადოსნური ფლეიტა", "დონ ჟუანი"), მიქაელა, ფრასკიტა (ბიზე "კარმენი"), ლიზა (ჩაიკოვსკი "პიკის ქალი"), ფატა-მორგანა, კლარიჩე (პროკოფიევი "სამი ფორთოხლის სიყვარული", "დუენია" ანუ "ნიშნობა მონასტერში"); რუსული კლასიკური რომანსები; გასტროლებით შემოიარა: უნგრეთი, გერმანია, იტალია, ისრაელი, საფრანგეთი, რუსეთი. მირებული აქვს ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსიის I პრემია (ერევანი, 1981).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 137; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 102

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული საოპერო ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისათვის

Share: