The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ღამბაშიძე

ქეთევან ღამბაშიძე
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

1982-1983 წწ. მუშაობდა თბილისისი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰოსპიტალში; 1983-1984 წწ. იყო ექიმი-ორდინატორი ბორჯომში; 1988 წლიდან მუშაობა დაიწყო თსსუ-ში; 2009 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული  პროფესორი; თსსუ-ის ცხოველებზე წარმოებული კვლევის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე; უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი; მუშაობს ექსპერიმენტულ ონკოლოგიაში. ქ. ღამშიძის სამეცნიერო პროექტები: ახალი ბაქტერიული პრეპარატის შექმნა სიმსივნეების იმუნოთერაპიისთვის; ბაქტერიული ფაგოლიზატების და მაგნიტური ნანონაწილაკების კომბინირებული გამოყენების გავლენა სიმსივნის მიკროგარემოზე და სიმსივნურ უჯრედებში ნანონაწილაკების განაწილების ხარისხზე; ერლიხის კარცინომის განვითარების პროცესში პროტეოლიზური ფერმენტების როლი და მათი  სინერგიზმის / ინჰიბირების მოქმედების მექანიზმების შესწავლა; ბიოლოგიურად აქტიური მიკრობული პრეპარატების IN-011, IN012 სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებების გამოკვლევა ექსპერიმენტში; Un ფაგის ფარმაკოლოგიური  თავისებურებების და თერაპიული ეფექტურობის შესწავლა E.coli-ით გამოწვეული ექსპერიმენტული სეფსისის მოდელზე; ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის: E. coli Phagelysate : A Primer to Enhance Nanoparticles and Drug Deliveries in Tumor. Cancers, (2023, 15(8), doi.org); მიზნობრივი თერაპიის გაუმჯობესება E. coli ფაგოლიზატით ვაქცინაციის გზით: სიმსივნის  მიკროგარემოს მოდულაცია და მაგნიტური ნანონაწილაკების მიწოდების გაძლიერება სიმსივნურ ქსოვილში. GBMN, v.1.(1)(2023, gbmn.org); სიმსივნის მკურნალობის კომბინირებული მიდგომა ფაგოლიზატისა და mNP ჰიპერთერმიის გამოყენებით. ევროპის ჰიპერთერმული ონკოლოგიის საზოგადოების 34-ე ყოველწლიური შეხვედრა - შვედეთი.- 2022  წელი; Antitumor and adjuvant effects of phagelysates of E. coli in mice with Ehrlich carcinoma. Exp Oncol. 2012, 34, 2, 1–5 (pubmed.ncbi.nlm.nih.gov); არის ხელმძღვანელი და კონსულტანტი 5 სადოქტორო პროგრამის, 10 საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო საგრანტო პროექტის, 5 საავტორი გამოგონების ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროციტების თვისობრივი ცვლილებები და მათი როლი ავთვისებიანი სიმსივნის ზრდის პროცესში განვითარებული ანემიისა და მიკროჰემოცირკულაციის დარღვევის პათოგენეზში", დაიცვა 1994 წელს; სადოქტორო დისერტაცია თემა - "ორგანიზმის რედოქს-სტატუსის და სისხლის რეოლოგიის ცვლილებების როლი პარანეოპლაზიური დარღვევების მექანიზმში და მათი პათოგენეზური კორექციის გზები", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.294; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.374; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: tsmu.edu; ბიბლიოგრაფია: orcid.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • European Society for Medical Oncology (ESMO)
  • Georgian Association of Laboratory Animal Science GALAS = საქართველოს ლაბორატორიულ ცხოველთა მეცნიერებათა ასოციაცია, წევრი
  • New York Academy of Sciences, წევრი
  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა საზოგადოება, დამფუძნებელი
  • საქრთველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია, წევრი
  • საქრთველოს ონკოლოგთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: