შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჭუკა გოგოტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (მუსიკისმცოდნეობა). 1950 წელს ჩააბარა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საფორტეპიანო განხრით, IV კურსიდან კი გადავიდა მოსკოვის კონსერვატორიაში; 1961 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (თეორიული საგნები); 1985 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; გამოქვეყნებული აქვს კვლევები ქართულ ხალხურ–სასიმღერო მრავალხმიანობის საკითხებზე; ბოლო წლებში მუშაობდა ქართული მრავალხმიანი სიმღერის სხვადასხვა დიალექტის კილო–ინტონაციური წყობის პრობლემებზე; მუსიკისმცოდნე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 116
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |