The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე ხარისჭირაშვილი (აბატი პეტრა)

პეტრე ხარისჭირაშვილი
Other name:ლუკა
Date of birth:1804
Date of death:1892  (at 88 years)
Burial location:მონასტრის ეზო, სტამბოლი, თურქეთი
Category:Scientist, Religious leader

Biography

 დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სტამბოლის ქართული მონასტრის დამაარსებელი, აღმსარებლობით კათოლიკე. სწავლობდა ახალციხის ნათლისმცემლის ეკლესიის სამრევლო სკოლაში. შემდეგ ევროპაში გაემგზავრა და ალექსანდრეპოლის სემინარიაში განაგრძო სწავლა, ბოლოს რომის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. 1842 წელს პეტრე ახალციხეში მღვდლად აკურთხეს, 50-იანი წლებიდან ხიზაბავრაში(დღევანდელი ასპინძის რაიონი) გადაიყვანეს. მრავალი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის გამო 1856 წელს ემიგრაციაში წავიდა. ორიოდე წელიწადში ვენეციაში, წმინდა ლაზარეს კუნძულზე, ქართულ ენაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საისტორიო და თეოლოგიური წიგნი გამოსცა. იმხანად კათოლიკურ ეკლესიებში ქართულ ენაზე მღვდელმსახურების ნება დამტკიცებული არ იყო. თავისი მომხიბვლელი სიტყვითა და ღირსეული საქმიანობით ვატიკანის ყურადღება დაიმსახურა. 1859 წელს ნება დართეს სტამბოლში შეექმნა ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაცია - ქართული ენითა და ტიპიკონით. 1861 წელს კი სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ფერიქოიში ქართველ კათოლიკეთა სავანე - ეკლესია, დედათა და მამათა მონასტრები დააფუძნა. ეს კონგრეგაცია მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწეოდა. დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, შეიქმნა სასულიერო სასწავლებელი. საღვთისმეტყველო საგნების გარდა ისწავლებოდა ქართული ენის გრამატიკა, ლიტერატურა და ისტორია. აბატი პეტრა რვა ენას ფლობდა, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას ქართულის სწავლებას აქცევდა. 1870 წლისათვის მისი დაუზოგავი შრომის შედეგად მონასტერში უკვე მუშაობდა ქართული სტამბა. მარტო 1877-1881 წლებში ამ სტამბაში დაიბეჭდა და საქართველოში გავრცელდა 25-მდე სხვადასხვა წიგნი, დაიწყო ქართული გრამატიკის შედგენაც. 1894 წელს აშენებული მონასტრის ოთხსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე გახსნეს სასტუმრო სტამბოლში ჩასული უბინაო, ხელმოკლე ქართველებისათვის. ტაძრის ტერიტორიაზე დღემდე ინახება ქართველ კათოლიკეთა არქივი და ბიბლიოთეკა. აქ უამრავი უნიკალური წიგნი და ხელნაწერია დაცული. 

წყარო: პრესა.ge: presa.ge


Share: