The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ბიბილეიშვილი

თემურ ბიბილეიშვილი
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი (ქორეოგრაფის სპეციალობით).

იყო მ. კუხიანიძის სახელობის აჭარის ასსრ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (მხატვრული ხელმძღვანელი მ. ჩხიკვიშვილი, მთავარი ქორეოგრაფი ე. ხაბაძე); 1972-1985წწ. იყო ბათუმის სახელმწიფო კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის ცეკვის კომპოზიციის პედაგოგი; 1990-2004წწ. მ. კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი; 1992 წელს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ბაზაზე ჩამოყალიბდა ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის (ამჟამად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი) საბალეტო დასი, რომელსაც თემურ ბიბილეიშვილი ხელმძღვანელობდა; 2004 წელს მან აჭარაში დააარსა ბავშვთა პირველი სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი "ხორუმი", რომელმაც მრავალი ჯილდო მოიპოვა, 2006 წელს ანსამბლს "სახალხო ანსამბლის" წოდება მიენიჭა; მან აღზარდა მოცეკვავეთა თაობები; მისი ცეკვები საოპერო დადგმებში: ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრში განხორციელებული პირველი საოპერო დადგმების ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", რ. ლაღიძე "ლელა"-ს დამდგმელი ქორეოგრაფი; დაჯილდოვებულია 14 ოქროს მედლით, მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი (1980, ბერლინი. 1985, კარლ-ბარქს-სტადტი).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 78; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.270

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების მდიდარი ტრადიციების შენარჩუნებას, განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის
  • 1990 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო არტისტი

გააზიარე: