The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ აჩბა

ვლადიმერ აჩბა
დაბადების თარიღი:1907  (117 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აჭანდარა, გუდაუთის რაიონი.

პროფესიული განათლება არ მიუღია. 16 წლის ვ. აჩბა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ახალგაზრდა ლოტბარმა პლ. ფანცულაიამ აღმოაჩინა სოფელ ლიხნში გამართულ ცხენოსანთა ერთ-ერთ ზეიმზე. ამის შემდეგ, იგი, როგორც აფხაზური ცეკვების უბადლო შემსრულებელი და ქორეოგრაფი მჭიდროდ დაუკავშირდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს. მასობრივი და სახასიათო ცეკვების შესასწავლად იგი ჩრდილოეთ ოსეთში მიავლინეს, რამაც საგრძნობლად გაამდიდრა მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია. 1937 წელს თბილისში  გამართულ ამიერკავკასიის ხალხთა მხატვრული თვითშემოქმედების ოლიმპიადაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა პირველი ადგილი დაიკავა, რაშიც დიდი წვლილი ანსამბლის ქორეოგრაფსა და ვირტუოზ მოცეკვავეს ვ. აჩბას მიუძღვის. მან განსაკუთრებული აღიარება მოუტანა მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადაზე გამოსვლამ 1937 წელს. ვ. აჩბას თვალსაჩინო წვლილი შეიტანა აფხაზური ცეკვების განვითარებასა და გავრცელებაში. ხალხურ ფოლკლორზე დაყრდნობით მან აღმოაჩინა და დახვეწა სხვადასხვა მასობრივი და საფერხულო ცეკვები, მრავალ ახალგაზრდას ჩაუნერგა ეროვნული ცეკვის სიყვარული.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 46; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.42

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: