შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შარლ აზნავურ![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პარიზი, საფრანგეთი. დაამთავრა ორი თეატრალური სკოლა. ადრეულ ასაკში ემიგრირებული იყო საფრანგეთში; ბავშვობიდან გამოდიოდა თეატრალურ სპექტაკლებში, მონაწილეობდა კინოფილმებში; გამოდიოდა როგორც თანაავტორი და პარტნიორი საესტრადო კუპლეტისტ პ. როშართან; იყო ედიტ პიაფის ტექნიკური თანაშემწე; 1950–1960წწ. ჩამოყალიბდა მისი, როგორც კომპოზიტორისა და მომღერლის სტილი; მისი შემოქმედების საფუძველია სასიყვარულო ლირიკა, ბიოგრაფიული სიმღერები და პოემები, რომლებიც ეძღვნება "პატარა ადამიანის" ბედს; 1965 წელს სათავეში ჩაუდგა გრამჩანაწერების ფირმას "French musics" XX საუკუნე; ერთ–ერთი გამოჩენილი საესტრადო მომღერალი და კინომსახიობი; სიცოცხლის ბოლოს ცხოვრობდა შვეიცარიაში; 2010 წელს ახალციხეში გაიხსნა შარლ აზნავურის მემორიალური დაფა, ცერემონიალს თავად დაესწრო; მასზე გადაღებულია დოკუმენტური კინოფილმი "მღერის შარლ აზნავური"(1973). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 16; geoelite.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |