შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ თაქთაქიშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ხვითი, გორის რაიონი. თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დასრულების შემდეგ შევიდა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1895 წელს. 1895 წელს დაბრუნდა საქრთველოში და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა მოზრდილთა საკვირაო სკოლაში; შემდეგ იგი დაინიშნა ელიზავეტაპოლის(აზერბაიჯანი) ვაჟთა და ქალთა გიმნაზიაში, სადაც შვიდი წლის განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკასა და ფიზიკას. ამავე დროს იყო განჯის მეტეოროლოგიური სადგურის გამგე და თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის კორესპონდენტი. 1903 წელს იგი მიიწვიეს თბილისის კომერციულ სასწავლებელში მათემატიკის მასწავლებლად; 1905 წელს ბაქოს კომერციული სასწავლებლის სამზრუნველო საბჭომ იგი ამ სასწავლებლის ინსპექტორად აირჩია, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამავე სასწავლებლის დირექტორად. იგი 11 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ბაქოს ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს, მისი უშუალო მონაწილეობით ბაქოში აშენდა სპეციალური შენობა კომერციული სასწავლებლისათვის. ბაქოში დაარსდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფილიალი, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა; სათავეში ჩაუდგა და თავმჯდომარეობდა ბაქოს დრამატული წრის გამგეობასაც; 1916 წლიდან იგი ქუთაისის კომერციული სასწავლებლის დირექტორად მიიწვიეს; 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი დაინიშნა განათლების სახალხო კომისარიატის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარ მმართველად და განაგებდა პროფესიული განათლების საქმეს; 1925 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის პირველ სახელმწიფო საბუღალტრო კურსებს და ამავე დროს მუშაობდა მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში სასწავლო ნაწილის გამგედ. მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული ტექნიკუმები; 1928-1929წწ. გაიგზავნა ყვარელსა და ბორჯომში, სადაც დააარსა სატყეო ტექნიკუმები; 1930-1933წწ. მუშაობდა მთელ რიგ უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც დოცენტი და კითხულობდა ლექციებს მათემატიკაში. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები:nateba.websail.net ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |