The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ჯანელიძე

ოთარ ჯანელიძე
Date of birth:24 May, 1954  (70 years)
Category:Historian, Scientist, Explorer, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, იკვლევს საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორიის პრობლემებს, ქართული კულტურის, საზოგადოებრივი აზროვნების, ემიგრაციის, საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა საკითხებსა და სხვა. არის 180-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 15 მონოგრაფიის, საქართველოს ისტორიაში სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. ოთარ ჯანელიძის პირველი წიგნი "26 მაისიდან 25 თებერვლისაკენ", 1990 წელს გამოქვეყნდა. მისი სამეცნიერო პუბლიკაციები დაბეჭდილია გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, ბულგარულ, თურქულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე. მკვლევარს საერთაშორისო აღიარება მოუტანა პროფესორ ნოდარ ასათიანთან ერთად შექმნილმა წიგნმა "History of Georgia" (2009). 2021 წელს აშშ-ი გამოიცა მისი მონოგრფია "Essays from the History of Georgia : XIX-XX Centuries, Nova Science Publishers".

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უკრაინის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტობა 1900-1917 წლებში", დაიცვა 1986; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს ეროვნული-დემოკრატიული პარტიის ისტორია 1917-1923 წწ.", დაიცვა 1999 წელს.

Member of Organizations

  • გიორგი მაჩაბლის სახელობის ფონდი, პრეზიდენტი
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი
  • ევროპის ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია "ევროკლიოს", ექსპერტი
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება, წევრი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტთან არსებული სადისერტაციო საბჭო, წევრი (2001-2006)
  • ჟურნალი "ქართული ემიგრაცია", რედაქტორი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია, ტრენერი

Awards and Honors

  • ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია

Bibliography


Share: